
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა და მისი კორუმპირებული მთავრობა რუსეთის და პუტინის მონა-მორჩილები არიან.
“ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს. პრეზიდენტი და ქართველი ხალხი დღეს ეროვნულ და ევროპულ არჩევანს აკეთებს, ბიძინა და მისი კორუმპირებული მთავრობა კი რუსეთის და პუტინის მონა-მორჩილები არიან!
ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პრეზიდენტთან ერთად. წინ ევროპისკენ, არცერთი ნაბიჯი უკან! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს