
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება და დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.
“მიტაცებულია და შურისძიების იარაღადაა ქცეული სასამართლო. შინაარსობრივად კი დღევანდელი გადაწყვეტილება აბსურდულია, უკანონოა და სამაგალითოა სხვების დასაშინებლად, დამოუკიდებელი მედიის მოსახრჩობად.
ამ უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – პრეზიდენტის გადაწყვეტილება – ნიკა გვარამიას შეწყალება.
ის უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა და საზოგადოების ინტერესების გამო დაივიწყოს ის კრიტიკა, რაც მიუღია თუნდაც ნიკასგან.
ბიძინას მიერ მართული საბჭოთა პროკურატურის და სასამართლოს თარეში უნდა დასრულდეს!
ქვეყანა ასეთი უსამართლობით – არც ევროპას სჭირდება და არც საქართველოს მოქალაქეებს!”, – წერს ხაზარაძე.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს