
ავტორი
Front News საქართველო
ბოდიში მინდა მოვუხადო პრეზიდენტს, იმიტომ, რომ სახალხო პარლამენტის ინიციატივა გავაჟღერე იმის გამო, რომ დრო არ ითმენდა. ის ფიქრობს ამაზე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გიორგი გახარიას გუნდთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ შედგა.
“რაც შეეხება “სახალხო პარლამენტის” ინიციატივას, ბოდიში მინდა მოვუხადო პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა გავაჟღერე იმის გამო, რომ დრო არ ითმენდა. ეს ინიციატივა ღამე გავაჟღერე და მეორე დილასვე ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს. ის ფიქრობს ამაზე. ამ ეტაპზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენ ორ ოპოზიციურ პარტიასთან გვქონდა გუშინ ამ თემაზე მსჯელობა. გახარიას პარტიასთან ჩვენ ჯერ არ გვქონია პირადი კომუნიკაცია, უბრალოდ ვერ დავუკავშირდით, პირდაპირ ვიტყვი. იმედია, კომუნიკაცია შედგება.
მე მინდა, სერიოზულობით ვთქვა, რომ ეს არის ის გზა გარეთ არსებულ მასიურ პროტესტთან ერთად, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, იმიტომ, რომ მარტო ქუჩა არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება სოლიდური წარმომადგენლობა. ასევე სხვადასხვა პარტიები აგზავნიან თავიანთ წარმომადგენლებს უცხოეთში. ეს გაყალბების მტკიცებულებები უნდა იყოს დოკუმენტურად წარდგენილი, როგორც მთელი ოპოზიციის ნამუშევარი. უამრავი საქმეა გასაკეთებელი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს