
ავტორი
Front News საქართველო
ხვალ ვიწვევ “ლელოს” გაფართოებულ, საგანგებო პოლიტსაბჭოს. მიღებული გადაწყვეტილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ვაცნობებთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.
“დღეს, პარლამენტის კომიტეტზე, აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყება პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას, ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომლის შესრულებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს. კანონპროექტის პუნქტობრივ განხილვაში შესვლა დიდი შეცდომაა, ეს არის რუსული კანონი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მეგობრებისა და პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ბოლო 30 წელია, ამაგრებენ.
ეს კანონპროექტი მიმართულია ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. ეს აწყობს აგრესორ რუსეთს, რომ უფრო მეტად მოგუდოს ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს!
ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე! ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები!
ხვალ ვიწვევ “ლელოს” გაფართოებულ, საგანგებო პოლიტსაბჭოს. მიღებული გადაწყვეტილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ვაცნობებთ ქართველ ხალხს”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს