
ავტორი
Front News საქართველო
გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. ეს არჩევნები და მისი შედეგები ჩვენთვის არის მიუღებელი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, „ძლიერი საქართველო“ არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.
“ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას. ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად, სიმართლის მხარეს. გუშინდელი არჩევნები არის მიუღებელი, ეს იყო მოპარული არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბებეს“ და „კაგებეს“ დახმარებით ჩაატარა საქართველოში. მინდა, ყველას ვუთხრა, არავინ გაიტეხოს გული, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს