Logo

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია “ქართული ოცნების” გასვლასთან დაკავშირებით

პოლიტიკა
02.08.2021 / 13:08
379
Frontnews image description

პარტია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათ აინტერესებთ პრეზიდენტის მოსაზრება შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლასთან დაკავშირებით.

 

“შეხვედრა დაინიშნა ქალბატონი პრეზიდენტის მოწვევით და სურვილით. თქვენ იცით “ლელოს” პოზიცია. ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან “ქართული ოცნების” გასვლა შევაფასეთ, როგორც ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა და უპატივცემულობა არა მარტო ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის, არამედ იმ პარტნიორების, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში ჩართული იყვნენ ამ ხელშეკრულების შედგენასა და გაფორმებაში. ამაში იგულისხმება მთელი ევროკავშირის ქვეყნები, ასევე აშშ, ის ელჩები, რომლებიც ამაში ინტენსიურად იყვნენ ჩართული. ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მე მგონი, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია”, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლაა.

Advertisement