
ავტორი
Front News საქართველო
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს ნიკა მელიას შეხვდება.
ხაზარაძის თქმით, შეხვედის თემა 20 ივნისის საგამოძიებო კომისიის შექმნა და ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაო იქნება.
"საკითხი, რომელიც ეხება საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას, თქვენ იცით, რომ 50 დეპუტატი სჭირდება ამ საქმეს. "ლელოს" პოზიციაა, რომ 20 ივნისის ყველა თემა უნდა იქნას საზოგადოებისთვის ცნობილი – ვესაუბრები ამ საკითხთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნდა, უნდა ვესაუბრო ევროკავშირის გირაოზე, რომელიც არის შანსი და მისი გამოყენება არის "ქართული ოცნებისთვის" გალაწუნება, იმიტომ რომ მსგავსი გარანტიები სხვა ქვეყნებში არ გაიცემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირი დანაშაულისთვის გარანტიებს არ გასცემს. ვისურვებდი, რომ ნიკა მელია აღდგომას შეხვდეს სახლში, ეს იქნება ჩემი ადამიანური სურვილი", – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს