მამუკა ხაზარაძე - დღესაც ბრძოლაში ვართ, დღესაც მსხვერპლის გაღება გვიწევს, დღესაც რუსული რეჟიმის პირისპირ ვდგავართ

ავტორი
Front News საქართველო
დღესაც ბრძოლაში ვართ! დღესაც მსხვერპლის გაღება გვიწევს! დღესაც რუსული რეჟიმის პირისპირ ვდგავართ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლაზე და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის!
"107 წლის წინ, მაშინ, როცა “საქართველოს დამოუკიდებლობა გადაწყდა”, ქართველ ერს მისი დაცვა და მოფრთხილება ღირსების საქმედ გვექცა. ბევრი ბრძოლა გავიარეთ, ბევრი სისხლი დავღვარეთ ამ 107 წლის მანძილზე, რომ დღევანდელობამდე მოგვეტანა ეს დღე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩვენი თავისუფლების ათვლის წერტილი! დღესაც ბრძოლაში ვართ! დღესაც მსხვერპლის გაღება გვიწევს! დღესაც რუსული რეჟიმის პირისპირ ვდგავართ, რომ არ წაგვართვან ის მთავარი, რასაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია. ამიტომ, დღეს, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე და გამბედაობა გვმართებს ამ ფასეულობების დასაცავად. დღეს ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლაზე და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის! ამიტომ! - თავისუფლება პოლიტპატიმრებს! გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!” – წერს მამუკა ხაზარაძე.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე




