
ავტორი
Front News საქართველო
ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი. ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი. მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოსა და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი.
“მივმართავ ქართულ ჯარს – სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოსა და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე.
ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს! ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი, ეს იქნება იმ გმირების ღალატი, რომლებმაც თავი შესწირეს სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის მომავალს!” – წერს მამუკა ხაზარაძე.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს