
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ცივილური ქვეყნის ლიდერები ხელს არ ჩამოართმევენ. ამიტომ, მთელი ძალაუფლება უნდა იყოს ხალხის ხელში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ხელისუფლება, რომელიც დგას ტერორისტებთან და იმ ძალებთან, რომელთაც საქართველო არ უნდა იხილონ არც ევროკავშირში და არც თავისუფლების გზაზე.
“მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, როგორი ხელისუფლება გვყავს ჩვენ. ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ იდგა ირანში, სამძიმარზე “ჰეზბოლას” და “ჰამასის” ლიდერებთან ერთად, სადაც ხმამაღლა ამბობდნენ – სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას ჰყავს, ხელისუფლება, რომელიც დგას ტერორისტებთან და იმ ძალებთან, რომელთაც საქართველო არ უნდა იხილონ არც ევროკავშირში და არც თავისუფლების გზაზე. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ცივილური ქვეყნის ლიდერები ხელს არ ჩამოართმევენ. ამიტომ, მთელი ძალაუფლება უნდა იყოს ხალხის ხელში, მთელი პროტესტი უნდა გადმოვიდეს ხალხის ხელში, თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას მივცეთ ძლიერი მომავალი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თბილისში, მეტროსადგურებიდან – “სახელმწიფო უნივერსიტეტი” და “მარჯანიშვილი” ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა იწყება.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს