მამუკა ხაზარაძე – exchange გონიათ კომპანია, ეს პროკურორები არიან არაკვალიფიციურები და არ აქვთ ელემენტარული განათლება

ავტორი
Front News საქართველო
სასამართლო დარბაზში მამუკა ხაზარაძემ პროკურორებს არაკვალიფიციურები უწოდა და მათი საქმიდან ჩამოშორება მოითხოვა. ხაზარაძის თქმით, პროკურორები სვამენ ისეთ ელემენტარულ კითხვებს, რომელზე პასუხიც არის შეურაცხმყოფელი და დროის კარგვა.
“მივმართავ გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომ საქმის წარმმართავი სამი პროკურორი – სალომე ჩიქობავა, არჩილ ტყეშელაშვილი და გიორგი მიქავა, რომლებსაც არ გააჩნიათ ელემენტარული ფინანსური განათლება ჩაანაცვლოს ფინანსურ ნაწილში უფრო კვალიფიციური 3 ახალი პროკურორით. არსებული პროკურორები სვამენ ისეთ ელემენტარულ კითხვებს, რომელზე პასუხიც არის შეურაცხმყოფელი და დროის კარგვა.
exchange გონიათ კომპანია, სვამენ კითხვებს თუ რატომ აკონვერტირებენ დოლარს ლარში ქვეყნის შიდა გადარიცხვების დროს მივმართე ადვოკატებს თხოვნით, დააყენონ შუამდგომლობა შესაბამისი მოთხოვნით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ
“არც კი გრცხვენიათ ამ სიბინძურის ლაპარაკის გამო. ეს არის უსირცხვილო ტყუილი, რასაც თქვენ კადრულობთ ახალგაზრდა კაცი. თქვენ ხართ მონები. არ შეგრჩებათ ეს ყველაფერი რადგან ხართ მატყუარები”, – ასე მიმართა პროცესის მიმდინარეობის დროს ბადრი ჯაფარიძემ პროკურორს, რომელმაც პოლიტიკური ლიდერები კიდევ ერთხელ ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


