მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას


ავტორი
Front News საქართველო
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას.
მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ვინ გასცა ბრძანება.
"მზადდება ალტერნატიული კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ, რადგან არანაირად არ ვეთანხმებით "ქართული ოცნების" მიდგომას ამნისტიასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, "გამოვდივართ ინიციატივით", რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რადგან ინფორმაცია არის დახურული, ქართული ოცნება ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ, სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება. ამას სჭირდება დადგენა", – აცხადებს მამუკა ხაზარაძე
თაგები:


“მივმართავ პარლამენტის წევრებს, ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია”

მამუკა ხაზარაძე – პოლიტსაბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნის და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით

მამუკა ხაზარაძე – ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია, ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ