
ავტორი
Front News საქართველო
“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს არ გადადგეს.
“რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხო გამოჩნდა… ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები – ლენტის გაჭრა, ფეიერვერკები…. მეგონა საქართველოს ნაკრები გუნდის გამოყვანა მოედანზე რაღაცას ნიშნავდა, თურმე არაფერს. თუ შენს გუნდელებს დაიჭერენ, შენ ხომ გადარჩები.
არ გადადგე, ჯობია ბოლომდე ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით თბილისმა, როგორი თავკაცი არ უნდა ყავდეს ქალაქს!
შეიძლება ფიქრობ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. არა – გეშლება! ამ ქალაქში ყველაფერი არ მოსულა!
არ ვაპირებდი ამის დაწერას, მეგონა, რომ განიცდიდი – ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი?
არ გადადგე! იქნებ მიხვდეს ყველა როგორი თბილისი არ გვჭირდება.
ვახ, მაინც როგორ მეგონა, რომ გუნდის კაპიტნობა სხვა რამე იყო შენთვის….”, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს