
ავტორი
Front News საქართველო
“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვს.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, არც ერთი კოლაბორაციონისტი თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურებში არ უნდა ინიშნებოდეს და ეს კანონის ძალით უნდა კონტროლდებოდეს.
“ბოლო თვეებში ინტენსიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია, უკრაინის ომის ფონზე ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები. ლუსტრაცია მომხდარია. ახლა ამასკანონით გაფორმება სჭირდება. არც ერთი კოლაბორაციონალისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე, ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!!”, – წერს ხაზარაძე.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს