მამუკა ხაზარაძე – მე ვდგავარ მართალ მხარეს, იმ ხალხთან ერთად, რომელიც არ გაატანს ამ ქვეყანას არცერთ ჩვენს მტერს


ავტორი
Front News საქართველო
ვდგავარ იმ ხალხთან ერთად, რომელიც არ გაატანს ამ ქვეყანას არავის, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მინდა ბიძინა ივანიშვილმა გაიგონოს, რომ ის პოლიტიკური ქურდია თავის შანტრაპასთან ერთად, რომელიც მზად არის და წლების განმავლობაში ემსახურება იმას, რომ ჩვენ მომავალი მოგვპაროს.
ჩვენ წაგვართვეს (არჩევნები), მუხანათურად მოგვეპარნენ, ზურგში დანა ჩაგვარტყეს, სულში ხელი ჩაგვიყვეს და ყველაზე მთავარი – ჩვენი ხმა ამოგვაცალეს. ამოგვაცალეს იმიტომ, რომ მერე ეს ქვეყანა სხვა ქვეყანას ჩააბარონ. ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ასეთი განსაცდელის დროს ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა, მაგრამ არსებობს ერთი ამოუცნობი ფენომენი, რომელსაც ქართველი ხალხი ჰქვია, რომელიც ყველაზე კარგად გრძნობს ერთად შეკრების იმ საშიშროებას, რომ არ დათმოს ყველაზე მნიშვნელოვანი – თავისუფლება. ამაშია ჩვენი გადარჩენის ფორმულა.
არსებობს ორი ტიპის ქურდი – ქურდი, რომელიც მოგპარავს მობილურს, ფულს, მანქანას და რომელიც შენ გირჩევს. არსებობს მეორე ქურდი – პოლიტიკური ქურდი, რომელიც გპარავს მომავალს, ყველაფერს – შენი შვილების ბედნიერებას, შენი შვილების თავისუფლებას – ასეთი ქურდია ბიძინა ივანიშვილი. მინდა მან გაიგონოს, რომ ის პოლიტიკური ქურდია თავის შანტრაპასთან ერთად, რომელიც მზად არის და წლების განმავლობაში ემსახურება იმას, რომ ჩვენ მომავალი მოგვპაროს. მე ვდგავარ მართალ მხარეს, იმ ხალხთან ერთად, რომელიც არ გაატანს ამ ქვეყანას არავის – არც ბიძინას, არც პუტინს და არცერთ ჩვენს მტერს.
ერთად გაგვიმარჯოს. ერთად მივაღწევთ და არ დავნებდებით. ვისაც ბიძინა ივანიშვილის ეშინია, იმის დედა ვატირე მე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს