
ავტორი
Front News საქართველო
უფლებას როცა გართმევენ და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, შესაძლებელია ქვეყნის დაბრუნება და თითოეული მოქალაქის უფლების აღდგენა.
“გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერით – ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა.
ჩვენ შეგვიძლია, ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას. დავიბრუნოთ წართმეული უფლებები. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს