Logo

მამუკა ხაზარაძე – მოვუწოდებ პოლიტპატიმრებს, ბიჭებო, მაგრად იყავით, აქ ჩვენ მაგრად ვართ, ჩვენ თქვენ არ მიგატოვებთ

პოლიტიკა
02.04.2025 / 14:53
Frontnews image description

ჩვენ სხდომაზე წარვადგინეთ არგუმენტები. ეს არმისვლა იყო შეგნებული, ამის შესახებ იქნა ცნობილი პროკურატურისთვის, სასამართლოსთვის, რომ ჩემი არგამოცხადება არალეგიტიმურ სასამართლოში მის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაში არის ჩემი შეგნებული ნაბიჯი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინმეს აქვს მის წინააღმდეგ საქმე, თანახმაა, სასამართლოში გასცეს პასუხი.

“ჩვენ სხდომაზე წარვადგინეთ არგუმენტები. ეს არმისვლა იყო შეგნებული, ამის შესახებ იქნა ცნობილი პროკურატურისთვის, სასამართლოსთვის, რომ ჩემი არგამოცხადება არალეგიტიმურ სასამართლოში მის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაში არის ჩემი შეგნებული ნაბიჯი. ამავე დროს დაისვა კითხვა შესწავლილია თუ არა არალეგიტიმურობა ამ კომისიისა, როცა პროკურატურამ დაიწყო ჩემ წინააღმდეგ ბრალის წაყენება და გამოძიება, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არ აქვთ. შესაბამისად, არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე როგორც მის შექმნილ კომისიას, ისევე როგორც არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ პარლამენტს მსოფლიოს ცივილური სამყარო. ეს არის ჩემი ურყევი პროტესტი და იქნება მყარი. ვერანაირი გადაწყვეტილება მე ამ რწმენას ვერ შემაცვლევინებს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ბოლო 5 წელი, რაც მე პოლიტიკაში შემოვედი, “ქართული ოცნების” მხრიდან მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა. ესეც განვაცხადე სასამართლოში. მიუხედავად ჩემი ბიზნესში 30-წლიანი მოღვაწეობისა, არცერთი საქმე ან საჩივარი არ ყოფილა ჩემ წინააღმდეგ, მზად ვარ ამ სასამართლოში გავცე კვალიფიციური პასუხი, თუ მსგავსი რამ არსებობს. ამიტომ, მოვუწოდებ იმ პოლიტპატიმრებს, ბიჭებო, მაგრად იყავით, აქ ჩვენ მაგრად ვართ. ჩვენ თქვენ არ მიგატოვებთ. ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანა გადააბაროს რუსეთს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

მის წინააღმდეგ საქმე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.

Advertisement