
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც დღეს მოწმის სტატუსით სასამართლოში დაიკითხა.
“მთელი ეს პროცესი ემსახურება ორ რამეს – ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობას და ანაკლიის პროექტის გაჩერებას. სამწუხაროდ, ამ ნაწილში მათ დროებით წარმატებას მიაღწიეს. პროექტი გაჩერებულია, ინვესტორები გაყრილები არიან. ქვეყანას უახლოეს ხანში ახალი ინვესტიციის მოზიდვის არანაირი შანსი არ აქვს ამ სასამართლოს და პროკურატურის პირობებში.
ვფიქრობ, დღევანდელი პროცესის ჩანაწერს ნორმალური მსმენელი თუ მოისმენს, კითხვა არ დარჩება იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ არსებობს, არანაირი ფულის მითვისება არ არსებობს. ამ თანხას არ დაუტოვებია არათუ საბანკო სექტორი, „თიბისი ბანკის“ ანგარიშები არ დაუტოვებია. არ გამოგვიყენებია ჩვენ პირადი გამდიდრებისთვის. ამ საქმეში ზარალი ვინც მიიღო, არის ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2009 წელს, ომისა და ფინანსური კრიზისის შემდგომ, ეს იყო მიმართული სისტემის გადასარჩენად, უნდა გადამერჩინა თანამშრომლები, რომლებიც არ გავათავისუფლე“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს