Logo

მამუკა ხაზარაძე – პარლამენტში ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, პოლიტიკური განცხადების და მწვავე კითხვების მოსმენის

პოლიტიკა
18.07.2021 / 15:54
1470
Frontnews image description

“ქართულმა ოცნებამ“ სხდომა დახურულად გამოაცხადა. ნათლად დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება“ და მათი მინისტრი ვახტანგ გომელაური სამარცხვინოდ გაექცნენ კითხვებს , – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სხდომის გაჩერების მიზეზი გახდა ბანერი, რომელიც ჟურნალისტებმა გადმოფინეს პარლამენტში.

 

“ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ძალიან მოთმინებით ელოდა სესიას, იმ დროს, როდესაც ჩვენ დავუსვამდით კითხვებს ვახტანგ გომელაურს, ძალიან მწვავე კითხვებს. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თავისუფლი მედიის მიმართ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანა არ იმართება იმ დემოკრატიული სტანდარტებით და ძალიან შორს ვართ ამ სტანდარტებისგან, რადგან ბანერი, რომელიც ჟურნალისტებმა გადმოფინეს პარლამენტში, გახდა მიზეზი სხდომის გაჩერების. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში, პარლამენტში ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, პოლიტიკური განცხადების და მწვავე კითხვების მოსმენის. ამიტომ, ფაქტი სახეზეა, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი. მათ არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა, კითხვებზე პასუხების გაცემა, რის გამოც მათ სხდომა დახურეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. 

Advertisement