მამუკა ხაზარაძე – პროკურატურა ემსახურება ერთ ადამიანს და მის ბოტ პრემიერს


ავტორი
Front News საქართველო
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო დღეს განახლდა. მამუკა ხაზარაძის თქმით, სასამართლო პროცესების ჩანიშვნა ემსახურება წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლას.
მისივე თქმით, ისინი პროცესებს მიზანმიმართულად ამთხვევენ ამ პერიოდს, მაგრამ მათი მცდელობა ფუჭია და მიზანს ვერ მიაღწევენ.
“უკვე 2 წელია, რაც ჩვენ ვართ მონაწილე პოლიტიზირებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში, რომლის აბსურდულობა დაამტკიცა პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ექსპერტმა და ორგანიზაციამ.
თქვენ იცით, რომ ყველა ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგეგმება სასამართლო მოსმენები. პროკურატურა საკმაოდ დიდიხანია არის სერიოზულ ჩიხში შესული, არა მარტო ამ საქმეში, არამედ ზოგადად მთლიანად, იმიტომ რომ ისინი არ ემსახურებიან კანონს, ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს და მის ბოტ პრემიერს.
ინტენსიურად სასამართლო მოსმენების ჩანიშვნა ემსახურება წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას, მაგრამ არ გამოუვათ”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს