
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ძალიან მაღალი აქტიურობა, რაც ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში უნდა, რომ “ქართული ოცნება”, ოლიგარქია დავამარცხოთ და იმ გზას შევუდგეთ, რასაც თავისუფლების და დემოკრატიის გზა ჰქვია, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ამავდროულად, ხაზარაძე სამართალდამცველებს მოუწოდებს, შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა.
“როგორც იცით, 15:00 საათის მონაცემებით, 1 450 000 ადამიანი მივიდა არჩევნებზე. ეს არის ძალიან მაღალი აქტიურობა, რაც ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში უნდა რომ “ქართული ოცნება”, ოლიგარქია დავამარცხოთ და იმ გზას შევუდგეთ, რასაც თავისუფლების და დემოკრატიის გზა ჰქვია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასე ადრეულად გავიდა არჩევნებზე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ემიგრაციას. თქვენ ხედავთ ყველა ქალაქში წარმოუდგენლად დიდ აქტივობას.
ყველა დამკვირვებელს მოვუწოდებ, რომ ყურადღებით ვიყოთ იმისათვის, რომ “ქართული ოცნება” შეეცდება იმ უბნების გაუქმებას, სადაც იციან, რომ არჩევნებს აგებენ. ამიტომ დღის ბოლოსთვის მოემზადეთ, შეიძლება ასეთი ფაქტები სხვადასხვა უბანზე განმეორდეს. ასევე, მინდა მოვუწოდო პოლიციას, რომ მათ შეასრულონ დავალებული ვალდებულება და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ დააკისრა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს