მამუკა ხაზარაძე – ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რომ საქართველოში დადგეს რიგგარეშე არჩევნები


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტს მათი პოზიცია გააცნეს და უთხრეს, რომ “ლელო” გააგრძელებს ბრძოლას შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებისთვის.
“ჩვენ მას გავაცანით “ლელოს” პოზიცია და ვუთხარით, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს, ვიდრე მისი წევრები და გარანტორები არიან ამ შეთანხმების ნაწილი, მათ შორის პრეზიდენტი შარლ მიშელი და ხელმომწერი პარტიები. ასეთი შეთანხმებები ასე არ ირღვევა, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ ხელშეკრულების შესრულებისთვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც ჰქვია ჩვენ ქვეყანაში სასამართლო სისტემის მთლიანი რეფორმა, 43%-იანი ბარიერი და ა.შ. ასე რომ, ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რომ საქართველოში დადგეს რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანა გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე”, – განაცხადა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა