
ავტორი
Front News საქართველო
“ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.
“ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში.
მიზეზი – კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული „ალფა ჯგუფის“ აქციონერობაა.
“ალფა ჯგუფს“ კომპანია „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ „იმედის“ დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.
გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:
სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.
მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
“IDS ბორჯომი საქართველომ“ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ სანქციების გამო, „ბორჯომის“ წარმოება დროებით შეჩერდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს