მამუკა ხაზარაძე – თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს და იმ კრიმინალებს არ დაიჭერ, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ პირადად


ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ ივანიშვილს, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ პირადად, როგორც რუს ადამიანს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში, რომ საქართველო რუსეთში შეათრიოს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაა, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გუბერნიად.
“ივანიშვილის პოლიტიკაა, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გუბერნიად და ამ ქვეყანაში თავისუფალმა ხალხმა იცხოვროს მისი კანონებით და ტერორის ქვეშ.
მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ეს პასუხისმგებლობა, რაც გუშინ მოხდა, ეკისრება მას. თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს და იმ კრიმინალებს არ დაიჭერ და ქვეყანას არ აჩვენებ და მთელ საზოგადოებას, რომ ემიჯნები და საქართველოში არსებობს კანონი, პოლიცია, სამართალი და სამართალდამცავი ორგანოები, თუ ამას არ გააკეთებ 24 საათის განმავლობაში, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ პირადად, შენ, როგორც რუს ადამიანს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში, რომ საქართველო რუსეთში შეათრიოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს