მამუკა ხაზარაძე – ტრამპი და აშშ “ქართულ ოცნებას” ისე დაულაგებს საქმეებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე


ავტორი
Front News საქართველო
ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები “ქართულ ოცნებას” ისე დაულაგებს საქმეებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის არცერთი პრეზიდენტი და არც ადმინისტრაცია არ შეეგუება კლეპტოკრატიას.
“ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები “ქართულ ოცნებას” ისე დაულაგებს საქმეებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე. ამერიკის არცერთი პრეზიდენტი, მით უმეტეს, ადმინისტრაცია, არ შეეგუება კლეპტოკრატიას, იმ რუსული ტიპის მართვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა საქართველოში, სადაც მიტაცებულია ყველა ინსტიტუცია და რუსული სცენარით მოიპარეს ქართველების მომავალი, წაართვეს მათ ხმა და არჩევანი. ამიტომ, ეს ყველაფერი დამთავრდება “ქართული ოცნებისთვის” სავალალოდ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს