მამუკა ხაზარაძე - წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმჯდომარეა

ავტორი
Front News საქართველო
კითხვა მაქვს, წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმჯდომარეა, - ასე მიმართა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პროცესზე მოსამართლეს.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოსაძიებელმა კომისიამ ის დაიბარა.
"წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოსაძიებელმა კომისიამ მე დამიბარა. რამე თანამდებობა მქონდა, არჩეული ვიყავი რამე თანამდებობაზე? წინა ხელისუფლება მდევნიდა? რატომ? იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. შემეძლო გირაო არ გადამეხადა, მაგრამ გადავიხადე, რომ ეს პროცესი გაიწელოს და ყველამ დაინახოს, რომ არც სასამართლო გვაქვს, არც სამართალი, არც კონსტიტუცია.
კითხვა მაქვს, წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმჯდომარეა, ადამიანი, რომელმაც თავისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება. მას ბრალი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წარუდგინეს.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე




