
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ. უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ხვალ, ზეგ, მომდევნო დღეებში, რადგან ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე წარდგენილი იყო ძალიან მყარი არგუმენტები და დარღვევები.
“დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული, ძალიან ბევრი რამ გაიგეს. ჩვენ მათ წარვუდგინეთ ძალიან მყარი არგუმენტები და ის დარღვევები, რომლებიც ყოველდღიურად შემოდის.
ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ. უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ხვალ, ზეგ, მომდევნო დღეებში, რადგან ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია, არ მოხდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს