
ავტორი
Front News საქართველო
ვაყენებთ მოთხოვნებს, რომ იყოს გახსნილი ინფორმაცია თუ ვინ მისცა ხმა, ეს არ არის სახელმწიფო საიდუმლოება, რადგან ამომრჩეველთა სია საჯარო ინფორმაციაა, არანაირი პერსონალური ინფორმაცია არ არის, ეს არის სიცრუე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ სურთ სია იმ ადამიანების, რომლებიც ვერიფიკაციის აპარატთან დაფიქსირდნენ.
“ჩვენ სიღრმისეულად გამოვიძიეთ თუ რა ჩაიდინეს, ნათელია თუ როგორ მიიტაცეს ხმები და სწორედ ამიტომ, ვაყენებთ მოთხოვნებს, რომ იყოს გახსნილი ინფორმაცია თუ ვინ მისცა ხმა, ეს არ არის სახელმწიფო საიდუმლოება, რადგან ამომრჩეველთა სია საჯარო ინფორმაციაა, არანაირი პერსონალური ინფორმაცია არ არის, ეს არის სიცრუე. ჩვენ გვსურს, სია იმ ადამიანების, რომლებიც ვერიფიკაციის აპარატთან დაფიქსირდნენ, რომ მათ ხმა მისცეს. არ უნდათ ამ ინფორმაციის გასაჯაროება. რატომ? იმიტომ, რომ, იმწუთასვე გამომჟღავნდება ყველაფერი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს