მამუკა ხაზარაძე - ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!


ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი, ჩვენ გარდა, ყველა კოალიციამ დატოვა, – ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მინდა, გამოვეხმაურო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის მიერ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი არჩევნების გარშემო საჭიროა ოპოზიციური კოალიციების ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.
ის, რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ!
ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი, ჩვენ გარდა, ყველა კოალიციამ დატოვა, რადგან ჩვენ ერთიანი ბრძოლის ველის შექმნის ინიციატორები და ერთგულები ვიყავით თავიდანვე.
აქვე დავამატებ, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!
პ.ს. ბოდიშს გიხდით ამ ფორმით რომ მოგმართავთ. არ ვიმყოფები საქართველოში. კვირის ბოლოს, მზად ვარ, უფრო დეტალურად მოგახსენოთ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოზიცია და ხედვა, როგორ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა