მამუკა ხაზარაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
ხაზარაძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
კომისიაზე გამოუცხადებლობას კიდევ ექვს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ედავებიან.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ხაზარაძეს ბრალი პირველ აპრილს წარუდგინეს. მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე




