
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე რამდენიმე წუთი ხმაური და დაპირისპირება იყო, რომელიც პროკურორის განცხადებას მოჰყვა.
ხაზარაძე და ჯაფარიძე მის განცხადებებს გამოეხმაურენ და აღნიშნეს, რომ სამი წელი სისულელეს ისმენენ.
მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს პროცესი დაატოვებინა.
სასამართლომ შესაძლოა, გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს, ან გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ჩანიშნოს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს