მამუკა ხაზარაძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება


ავტორი
Front News საქართველო
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს, 15:00 საათზე გამოცხადდება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ კი მოსამართლე ზვიად შარაძემ ბოლო პროცესის თარიღი ჩანიშნა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს, 17:00 საათზე გამოცხადდება.
გამოძიება მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად 349-ე მუხლით ისჯება, რაც ფულად ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს