მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება სსკ-ს 349-ე მუხლით დაიწყო, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
349-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
დღეს კომისიის სხდომაზე არც ბადრი ჯაფარიძე გამოცხადდა და თეა წულუკიანმა დააყენა საკითხი, რომ მისი საქმეც გადასცემოდა პროკურატურას.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე




