მამუკა ლომიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა


ავტორი
Front News საქართველო
მამუკა ლომიძის განზრახ მკვლელობით დაკავებულ ჯემალ, იგივე ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მოსამართლემ საქმე 109-ე მუხლის ნაცვლად, რომელიც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობდა, 108-ე მუხლით გადააკვალიფიცირა, რაც მხოლოდ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულმა ფაქტმა კი მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქა.
საქმეში კიდევ ერთი პირი – არჩილ შადური ფიგურირებს, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობაში დახმარება ედება. აღნიშნული პიროვნება მიმავლაშია, თუმცა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მას დაუსწრებლად თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
მამუკა ლომიძე მთაწმინდაზე თებერვალში მოკლეს. მეგობრებს შორის ურთიერთშელაპარაკებას ლომიძის მისამართით 7 გასროლა მოჰყვა. მამუკა ლომიძე ადგილზე გარდაიცვალა.
თაგები:
განაჩენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს