მამუკა მამულაშვილი – ჩემი აზრით, კიევი ისევ გახდება საოკუპაციო ძალების ძირითადი სამიზნე


ავტორი
Front News საქართველო
სავარაუდოდ, მოხდება როტაცია და ჩემი აზრით, კიევი ისევ გახდება საოკუპაციო ძალების ძირითადი სამიზნე, – ამის შესახებ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმღვანელმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მტერი დემორალიზებულ რუს ჯარისკაცებს დაქირავებული მებრძოლებით ჩაანაცვლებს.
“ჯერჯერობით ისევ ომის აქტიური ფაზაა, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ კიევის ოლქიდან ცოტათი გაწიეს საჯარისო ფორმირებები. სავარაუდოდ, მოხდება როტაცია და ჩემი აზრით, კიევი ისევ გახდება საოკუპაციო ძალების ძირითადი სამიზნე. ამის მიუხედავად, ძალების რესურსი უკვე ეწურებათ რუსებს, საკმაოდ დასუსტებულები არიან.
სავარაუდოდ, მათ ჩაანაცვლებენ დაქირავებული ძალებით, სირიიდან შემოყვანილი, სხვადასხვა დანაყოფებით, რომლებიც ჯერ არ ყავდათ გამოყენებული, მაგრამ ეს დანაყოფები არ არიან ისეთი ბრძოლისუნარიანები, როგორებიც იყვნენ ავანგარდის დანაყოფები“, – განაცხადა მამულაშვილმა.
თაგები:
მამუკა მამულაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს