მამუკა მამულაშვილი – ედიშერ კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო, გამნაღმველი და შეიძლება ითქვას, თავისმა პროფესიამ შეიწირა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მამუკა მამულაშვილის განცხადებით, უკრაინაში დღეს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ედიშერ კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო.
“ედიშერ კვარაცხელია ქართულ ლეგიონში იყო 2 წელზე მეტხანს, ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და იდეოლოგიურად განწყობილი. სამხედრო ინჟინერი იყო, გამნაღმველი და სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, თავისმა პროფესიამ შეიწირა. საქართველოს კოლაბორანტი ხელისუფლებისგან მხარდაჭერას არასდროს ველოდებოდით, ასე რომ, ეს არ გვიკვირს. საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ მიუთითა რუსულ სპეცსამსახურებს, თუკი ტყვედ მოხვდებოდნენ ადამიანები, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად არიან ჩამოსულები, დაეხვრიტათ ისინი“, – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბრის გამთენიისას დაიღუპა.
ქართველი მებრძოლი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.
ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო.
თაგები:
ედიშერ კვარაცხელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს