
ავტორი
Front News საქართველო
ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში. მათი მიზანია, რომ როდესაც ვერ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი უნდა გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“12-დან დარჩენილია 3 საკითხი, დანარჩენი პრაქტიკულად შესრულებულია. ამ სამიდან ორი ეხება ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე შესასრულებელ რეკომენდაციებს და მივყვებით დეტალურად თითოეულ ფრაზას. არ ვიცი, პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, პრეზიდენტიც კი პოლარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და სრულად ჯდება „ნაცმოძრაობის“ ნარატივში, მაშინ, როცა ის გამაერთიანებელი და ზეპარტიული უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ.
ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში. მათი მიზანია, რომ როდესაც ვერ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი უნდა გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად“, – აცხადებს მდინარაძე.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს