მამუკა მდინარაძე – 34% იყო სიღარიბე ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, რაც 37%-მდე გაიზარდა მათი მმართველობის შუა პერიოდში

ავტორი
Front News საქართველო
თინა ბოკუჩავამ ნომინალური ციფრები ახსენა – ის ციფრები ასახავს კონკრეტულ წინსვლა საქართველოს ეკონომიკაში. სიღატაკე იყო მათ დროს, წეღან თქვა, ჩვენ, „ნაცმოძრაობამ“ სიღარიბიდან ამოვიყვანეთ ხალხიო. 34 პროცენტი იყო სიღარიბე ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობის შუა პერიოდში სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო „ქართული ოცნების“ პირობებში კი, ეს მაჩვენებელი 12 პროცენტამდე შემცირდა.
„ნულოვანი ეკონომიკა გაზარდეს რაღაცით [“ნაცმოძრაობამ”], როცა ნულია, შეიძლება მერე იმის გაზრდა – არ არსებობდა და გაზარდეს, ამას ჰქვია გაზრდა მათი აზრით. მაგრამ, რა სიღარიბე? 30 პროცენტი მხოლოდ ბოლო წელს გახდა, 37 პროცენტამდე გაიზარდა მათი მმართველობის შუა პერიოდში: 34 პროცენტი გახდა 37 თუ 39 თუ არ ვცდები და ბოლო წელს, ციფრებით მანიპულირების ხარჯზე, ხალხს რაღაც „გადაუგდეს“, მანამდე თვითონ ჭამდნენ მთელ იმ გაზრდილ ბიუჯეტს და 2012 წლამდე 4 პროცენტითაც კი არ იყო სიღარიბე მოკლებული, 34-ზე იყო ისევ დაბრუნებული 2003-დან 2011 წლამდე, რა სისულელეებს ლაპარაკობენ? დღევანდელი მონაცემები იცით ხომ? 30-დან 12 პროცენტამდეა შემცირებული, საქსტატიც ჰაერიდან ხომ არ მოიტანს მონაცემებს?
ერთი კრიტიკა მაგ ციფრების გაგიგიათ? უბრალოდ, დღეს მოვისმინეთ „ნომინალური ციფრები“ – რაღაც ახალი ფრაზა მოიგონა [თინა ბოკუჩავამ]. რეალური ეკონომიკაა გაზრდილი და რა ნომინალური ციფრები? უბრალოდ, ხალხს ატყუებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:





