Logo

მამუკა მდინარაძე – 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

პოლიტიკა
618
Frontnews image description

5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

“შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ჩვენი ევროპელი კოლეგები იყვნენ ჩართული, იმის გამო ანულირდა, რომ მისი არცერთი პუნქტის შესრულებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიას მონაწილეობა არ მიუღია. პირიქით, მის საპირისპიროდ იმოქმედეს. შარლ მიშელის შეთანხმებას “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი საერთოდ არ მოაწერა.

 

ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერია, რასაც თავისი იურიდიული ახსნაც აქვს – ბალანსი ყოველთვის მოსაძებნია ორ დიდ ინტერესს შორის. არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა რისკები, რასაც კონსტიტუციონალისტები თეორიასა და პრაქტიკაში განიხილავენ ხოლმე. მეორე მხრივ, პლურალიზმის და მრავალპარტიულობის ინტერესიც არის. ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტმა გადაწყვიტა, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი ორივე ინტერესს ყველაზე კარგად აბალანსებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები