
ავტორი
Front News საქართველო
50 ხმა სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნას და არასწორია იმის თქმა, რომ ხმები არ ეყოფათ, მაშინ როდესაც 61 ოპოზიციონერი დეპუტატია. თუ გახარიები მუნიციპალიტეტებში გამოიყენეს, აქაც გამოიყენებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პარლამენტში 61 ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება.
“თუ იმაზე გვაქვს საუბარი, ვის დაარწმუნებენ და ვის – არა, ეს მათი საქმეა და არა – ჩვენი. 50 ხმა სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნას და არასწორია იმის თქმა, რომ ხმები არ ეყოფათ, მაშინ როდესაც 61 ოპოზიციონერი დეპუტატია. თუ გახარიები მუნიციპალიტეტებში გამოიყენეს, აქაც გამოიყენებენ, დაარწმუნებენ, თუმცა გაუჭირდებათ, რადგან ეს მეტი და აშკარა კოალიცია იქნება, მეტი რა შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც. 61 ოპოზიციონერი დეპუტატია და დაარწმუნონ ერთმანეთი, 50 ხმა შეავსონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს