
ავტორი
Front News საქართველო
"ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მათი მმართველობის დროს, იყო სანიმუშო შემსრულებელი დავალებებისა. ამ ქვეყანაში აგენტურული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრულებაში და ამიტომ მას თავისი როლი რჩება და განსაკუთრებული როლია ეს არამხოლოდ მის პარტიაში, არამედ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, სინამდვილეში აგენტურულ ჯგუფებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს.
"ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი. მისი ეს გამოხტომები მხოლოდ ამას ემსახურება. იქ ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ რაღაც სიგიჟეები, რასაც ისინი ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ შიდა გადანაწილებაა ოპოზიციურ ველზე, ეს ყველაფერი მოჩვენებითია, მსგავსი არაფერი ხდება. რა თქმა უნდა, პიროვნული მომენტები იქნება და საკუთარი ეგო განსაკუთრებული ამბიციის მქონე აგენტებს სძალავთ ხოლმე, ამისი გამოხატულებაცაა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასთან და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან, ეს უნდა გავათვითცნობიეროთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს