
ავტორი
Front News საქართველო
ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრევენცია არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ არის მიზანი, ვინაიდან გარედან თავსმოხვეული პოლარიზაცია და საზოგადოების გახლეჩა აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსაც.
"პრევენცია არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ არის მიზანი. პოლარიზაცია, საზოგადოების დახლეჩა, ერთმანეთზე გადამტერება იმ „ვორდინგის“ გამო, გამოხატვის იმ ფორმის გამო, რომელიც აბსოლუტურად არანაირი თავისუფლების და უფლების ფარგლებში არ ჯდება და მის მიღმაა, აზიანებს, აბინძურებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს. ასევე, აზიანებს სამომავლო ინტერესსაც, რომ ქართველები ვიყოთ ერთიანები ელემენტარულ საკითხებში, სამშობლოსთან დაკავშირებულ საკითხებში მაინც. ამ პროცესსაც კი აზიანებს, იმდენად გაღვივდა გარედან თავსმოხვეული დავალებების შესაბამისად ეს პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში.
ისეთი ქმედებების პრევენციისთვის, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად, ჩვენს მიერ შემუშავდა ახალი მიდგომა და ამ პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ახალი სამმართველო, რომელიც, რა თქმა უნდა, 1 დღესა და 1 თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა, ბოროტებამდე მისული შეურაცხყოფა იქნეს აღმოფხვრილი. მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის. ხშირ შემთხვევაში, ეს წარმატებით მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მოემსახურება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს