
ავტორი
Front News საქართველო
ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება – როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიცია პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდა ამბის ატეხვას.
“კახა კალაძის წინააღმდეგ, ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე “ანამნეზი”: ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან. (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ ). აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება – როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება.
პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ ამბავი აეტეხათ…“ – წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს