
ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი საკითხი, რომელზეც ყველანი შეთანხმებულები ვართ, ეს არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. არა მხოლოდ ეს ადამიანები, არამედ ამ ქვეყანაში 3 მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი ეთანხმება იმ ლოზუნგს, რომელიც გუშინ გაახმოვანეს,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამ მილიონზე მეტი ადამიანი ეთანხმება ლოზუნგს – ,,შინ, ევროპისკენ,’’ თუმცა, ამ ადამიანების დიდი ნაწილი არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის გეგმებს.
“ეს ორად უნდა გავყოთ. ერთი მხრივ, მათ თავისი მიზნები ჰქონდათ, რა თქმა უნდა, და მეორე მხრივ, მათ გაახმოვანეს სწორი მესიჯი – „შინ, ევროპისკენ“. ამ მესიჯის ქვეშ, ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, მაგრამ, მეორე მხრივ, მიშა სააკაშვილის გეგმებს დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებიდან 10% არ უჭერდა მხარს და ეს უნდა გავმიჯნოთ’’, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს