
ავტორი
Front News საქართველო
გარანტიას ვიძლევი, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ვიღაცის ოთახში დაიწერა ეს ამბავი. იმდენად არაკომპეტენტურია, ნებისმიერ ციფრთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც აღმოაჩინო, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “იმედის კვირასთან“ IRI-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, კვლევის შედეგები მოდელირებულია.
“რეიტინგს, რომელიც გაყალბებულია ერთი პარტიისთვის ათობით პროცენტის ცდომილებით, კვლევა არ ჰქვია. ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც გამოსცა რომელიღაც ორგანიზაციამ, იმისთვის რომ უთხრას მოსახლეობას – იქნებ დაიჯეროთ, რომ ეს ასე არის. სხვა მიზანი ამას არ გააჩნია.
ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ქვეყანაში სხვა რეალობა. აბსოლუტურად მოდელირებული რეალობაა გადმოცემული IRI-ის კვლევაში.
გვითხრეს, თითქოს 81%-ს არ უნდა “ქართული ოცნება“ და ამ დროს სასამართლო პრობლემად არ მიაჩნიათ, ციფრულ პროგრესს აღიარებენ, კორუფცია ქვეყანაში არ არის. ჯერ ხომ ტყუილი იყო და ტყუილსაც დილეტანტურად წერენ, ასეთი შეცდომები აქვთ – 101% და ა.შ. სულელური კვლევა გამოვიდა არასერიოზულობის ხარისხიდან გამომდინარე“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს