
ავტორი
Front News საქართველო
ევროპა და ევროპული ევროკრატია არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ უკვე ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კარგად გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე მიმდინარე პერიოდში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევროპა ყოველთვის იყო ქართველის გონებაში ღირსება, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობა, ქრისტიანული ტრადიციული კულტურა და ევრობიუროკრატია აბსოლუტურად განსხვავებულს აჩვენებს თავისი გადაწყვეტილებებით.
„რაც უფრო დიდხანს იქნება ასეთი დამოკიდებულება ევრობიუროკრატების მხრიდან, სამწუხაროდ, ევროპის მიმართ პატივისცემასაც ყავლი გასდის ევრობიუროკრატიის გამოისობით. ეს სამწუხაროა, ეს არ არის კარგი ამბავი. ისევე, როგორც, მაგალითად, საქართველოში რომ სააკაშვილის მმართველობა დიდხანს გაგრძელებულიყო, საქართველოს სინამდვილეში, მხოლოდ ვიღაცების თქმით, იქნებოდა დემოკრატიის შუქურა და სინამდვილეში სასაკლაო ხდებოდა ნელ-ნელა. უდანაშაულო ადამიანების, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი როგორია, სულ რომ დამნაშავე იყოს, ამ ადამიანების სასაკლაო ხდებოდა და რაც უფრო დიდხანს იქნებოდა მათი მმართველობა, მით უფრო გამძაფრდებოდა და მძაფრდებოდა დღითი დღე ეს ამბები. რაც უფრო მიწურულს უყვნენ მმართველობის, მით უფრო სასტიკი იყო ის რეჟიმი ადამიანების და საკუთარი სამშობლოს მიმართ. ვიღაცები ცდილობდნენ, რომ, სხვადასხვა გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, სააკაშვილი, მისი რეჟიმი და საქართველო ერთმანეთთან გაეგივებინათ. დღესაც ვხედავთ ამას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს. ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები არის სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს