
ავტორი
Front News საქართველო
არსებობენ კონკრეტული ძალები თუ კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო იყოს მეორე ფრონტი, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“შემთხვევითობას სხვა შემთხვევაში ვერ მივაწერდით, მაგალითად, 308 დეპუტის მხარდაჭერას იმ რეზოლუციის მიმართ, რომელიც მთლიანად ფეიკზე იყო აგებული, აქაც რომ ვერავინ შეძლო სპეკულირება იმ 308 დეპუტატს კი არ ვაბრალებ ამას მე, არსებობს რაღაც კონკრეტული, სერიოზული ძალა, რომელიც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი მეორე ხარისხოვან ადგილზე აყენებს, ოღონდ რაღაც დიდი ინტერესი იქნას აღსრულებული, ეს დიდი ინტერესი ყველა ხვდებით რაში მდგომარეობს, უზრუნველყოფს იმას, რომ 300-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭიროს ფეიკ რეზოლუციას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 200-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, როდესაც ნაცმოძრაობა ამტკიცებს რაღაცას, მინიმუმ ამ ქვეყნის მოსახლეობის 70% საპირისპიროს ფიქრობს.
“როდესაც ისინი “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერით ამბობენ, რომ დასავლეთს არ უნდა ომი ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამის გამო იფიქრებს პირიქით და ცოტა გაუფრთხილდნენ ამ ყველაფერს, როდესაც ნაცმოძრაობა ამტკიცებს რაღაცას, ადამიანები საპირისპიროს ფიქრობენ, მინიმუმ ამ ქვეყნის მოსახლეობის 70%. ამიტომ თვითონ ნუ დააყენებენ ისეთ მოცემულობას, რა ფრაზაც არასდროს არავინ გაგვიხმოვანებია და თვითონ იმართლებენ თავს”, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს