
ავტორი
Front News საქართველო
ალბათ, იხუმრა ჰერჩინსკიმო, როცა ევროპაზე, ევროინტეგრაციაზე და საქართველოზე ლაპარაკობდა ევროინტეგრაციის პროცესში, ეს ხომ სიგიჟეა. როცა აღარ იცი რა უნდა თქვა, მაშინ გააკეთებ ასეთ სულელურ შეფასებას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“ბატონმა ჰერჩინსკიმ, და მადლობა მას ამისთვის, კონკრეტულად იმ თემაზე და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად გააკეთა აქცენტი, რისთვისაც ბოლშევიკურ შავ სიაში შეიყვანა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლით დაფინანსებულმა ლიაკა ხოშტარიამ, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი. პარლამენტის დეპუტატებმა, და დადასტურებულად ეს უკვე არის ევროკავშირის ელჩისგან, ევრო-რეკომენდაციების შესასრულებლად დააინიიცირეს კანონი და გაიტანეს ბოლომდე, ამისთვის ბოლშევიკურ შავ სიაში შეიყვანეს რუსეთიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა ეს დეპუტატები.
პირდაპირ გეტყვით, დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა იქიდან გამომდინარე, რომ თუ ამ სიაში ხარ, ესე იგი, გარანტირებულად ემსახურები შენს ქვეყანას და შენს ხალხს და ხვდები ფაშისტური იდეოლოგიის, ბოლშევიკების მიერ შედგენილ შავ სიაში, რომელიც გვაგონებს 1937 წლის სიას, 2012 წლის “ნაცების“ მიერ შედგენილ შავ სიას და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს