
ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დამოუკიდებელი დეპუტატის ტარიელ ნაკაიძის ბრიფინგს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ მდინარაძემ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ბოდიში უნდა მოუხადოს.
“ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით რელიგიური რადიკალიზმის წახალისება.
სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებსა და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა „რადიკალური ისლამიზმის“ ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა!
ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს