
ავტორი
Front News საქართველო
წარმოუდგენელია ჩემთვის და ნებისმიერი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანისთვის, რომ ევროინტეგრაციასთან მიმართებით იმისთვის დადგეს საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყანა, რაც თავად ევროკავშირმა დააინიციირა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“წარმოიდგინეთ, რა პარადოქსს ამტკიცებთ: თავად ევროკავშირმა რაც დააინიციირა, ამისთვის საფრთხის ქვეშ აყენებთ საქართველოსო. ევროკავშირის კანონში სადმე წერია, რომ ის ებრძვის რუსეთს? ბრძოლა არაფერ შუაშია, აქ საუბარია გამჭვირვალობაზე. თქვენ ამბობთ, რომ დასავლეთიდან შემოვიდეს “შავი ფული“ და სხვა ქვეყნებიდან არა?
გერმანიაში რომ დაარეგისტრირონ რუსებმა კომპანია და იქიდან აფინანსონ ოკუპაციის მხარდაჭერა, რას ვშვრებით? კანონის მიზნობრიობა არის ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობა – დასავლეთიდანაც, აღმოსავლეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც. თქვენ ამბობთ, რომ დასავლეთიდან შემოვიდეს “შავი ფული“, ხოლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან – არა, რანაირი ამბავია ეს?“ – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს